Wednesday, August 12, 2015

დღე მეცხრე.
შევაჯამეთ მასალა,მოვაწესრიგეთ პორთფოლიო.კრიტერიუმებს მივანიჭეთ წონა.მოვისმინეთ პრეზენტაციები.ძალიან საინტერესო პრეზენტაციები წამოადგინეს მასწავლებლებმა.ნატო შათირიშვილის პროექტი"ოქროს კვეთა" ქეთევან ყიფიანის;""ელექტრონული წიგნები.'' ფატი ღამბაშიძის;''წყალი;და სხვა.მასწავლებლები ძალიან საინტერესოდ და დამაჯერებლად წამოადგენდნენ პრეზენტაციებს.განსაკუთ რებით მომეწონა სოფო ჩიტაძის პროექტი;მარიტა".დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს ქალბატონ მანანა კვინიკაძეს.ტრენინგი ძალიან ნაყოფიერი იყო.

Tuesday, August 11, 2015


დღე მერვე.
ვიმუშავეთ მეშვიდე მოდულზე,ფასილიტაციისათვის შევქმენითონლაინ კითხვარი,ბლოგზე გამოვაქვეყნეთ ჩვენი პორტფოლიო,ასევე ვისწავლეთ დრაივში ონლაინ ინტერვიუს შექმნა და ბლოგზე გამოქვეყნება.

Monday, August 10, 2015

მეშვიდე დღე
ვიმუშავეთ მეექვსე მოდულზე.განვიხილეთ მოსწავლეთა დიფერენცირება.განვიხილეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია.შევქმენით მოსწავლეთა თვითშეფასების ფორმა.დავდეთ ბლოგზე ფეიჯის სახით.

Friday, August 7, 2015

დღე მეექვსე.
ვისწავლეთ დრაივზე დოკუმენტების გაზიარება.განვიხილეთ გაკვეთილზე გამოყენებული შეფასების რუბრიკა.პრეზენტაციისატვის ვისწავლეთ ბლოგზე სლაიდის ჩაშენება.ვისწავლეთ შეფასების რუბრიკის გეგმა

Thursday, August 6, 2015

დღე მეხუთე
გავეცანი მესამე და მეოთხე მოდულს.ვისწავლეთ საავტორო უფლებები და გამოყენებული ლიტერეტურის ნიმუში.

Wednesday, August 5, 2015

დღე  მეოთხე
გავეცანით შეფასების ხუთ მიზანს.მეორე მოდულის მესამე აქტივობიდან.
შეფასების მიზანი;
მოსწავლეთა საჭიროებების შეფასება.
თვითრეგულირებისა და თანამშრომლობის ხელსეწყობა
პროგრესის მონიტორინგი
ნასწავლის გააზრების შემოწმება მეტაკოგნიტური აზროვნების ხელშეწყობა
მასალის გაგებისა და ამა თუ იმ უნარ ჩვევის ათვისების ხარისხის შემოწმება სტანდარტთან შესაბამისობით.
თითოეული მოდულისათვის შევარჩიეთ შესაბამისი მეტოდები და ინსტრუმენტები.
მეტოდებს დაესმის კითხვა როგორ? ხოლო ინსტრუმენტებს რითი?
მოსწავლეთა შეფასებისათვის შევადგინეთ ვიცი მინდა ვიცოდე ვისწავლე დიაგრამა.

Tuesday, August 4, 2015

დღე მესამე
განახლებული ბლუმის ტაქსონომია დაგვეხმარა რომელი ინდიკატორი იყო მაღალ სააზროვნო უნარებზე გათვლილი.ინდიკატორებიდან გამომდინარე დავწერეთ მიზნები.
შევიმუშავეთ საკვანძო კითხვები და შევიტანეთ გეგმაში.